როგორ გავიაროთ რეგისტრაცია?

თავდაპირველ რეგისტრაციას უზრუნველყოფს კომპანია "ევრო ფერმა".

ონლაინ შეკვეთის განთავსებისთვის კონკრეტული პროდუქტის მოსაძებნად გამოიყენეთ,როგორც ცალკე საძიებო ველი, ასევე შესაბამის კატეგორიაში პროდუქტის ძიების რეჟიმი. მაგ: ვაშლი - ხილის კატეგორიაში და . .


პროდუქტების სახელწოდების გვერდით ძირითად შემთხვევაში მითითებული წონა არის 500 გრ. მწვანილების შემთხვევაში 100 გრ. ზოგიერთ პროდუქტზე კგ. და ა. შ.


პროდუქტის ღირებულება სახელწოდების გვერდით მითითებული წონის შესაბამისია.

მაგალითისთვის:

კომბოსტო თეთრი White Cabbage 500 გრ.gr. - 0.50 ლარი (500 გრამის ღირებულება)

ქინძი Coriander 100 გრ.gr. - 0.50 ლარი (100 გრამის ღირებულება) და ..


შეკვეთის დროს პროდუქტის სასურველ რაოდენობას (რომელიც პროდუქტის სახელწოდებასთან - კვადრატში უნდა ჩაიწეროს) უთითებთ პროდუქტის სახელწოდების გვერდით არსებული წონის შესაბამისად.

მაგალითისთვის:

თუ გსურთ 1,5 კგ ფორთოხალის შეკვეთა

ფორთოხალი პრემიუმი იმპ. Orange premium Imp. 500 გრ.gr.

პროდუქტის დასახელების გვერდით კვადრატში უნდა მიუთითოთ ციფრი 3 (500 გრ X 3 = 1,5 კგ.)

თუ გსურთ შეუკვეთოთ 300 გრამი ქინძი

ქინძი Coriander 100 გრ.gr.

კვადრატში უთითებთ 3 - ( 100 გრ X 3 ) და . .

შესყიდვა ხდება ონლაინ მარკეტის პრინციპით:

შერჩეული პროდუქტები გროვდება თქვენს კალათაში.

ხდება შეკვეთის სრული ღირებულების დაანგარიშება.

შემდეგ აგრძელებთ შესყიდვას და საბოლოოდ შეკვეთა განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე.


ასევე, შეკვეთის განთავსების დროს:

შეავსეთ ცარიელი ველები

(თქვენი კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი, შპს სრული სახელწოდება და ა.შ. )

მიტანის სერვისი მოგემსახურებათ შეკვეთის განთავსებიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში.

ერთ დღეზე მეტი პერიოდით წინასწარი შეკვეთის განთავსების დროს, შეტყობინების ველში მოგვწერეთ შეკვეთის მიღების თქვენთვის სასურველი თარიღი და საათი.

შეკვეთის მინიმალური ლიმიტია 50 ლარი.


ლოკაცია:

თქვენს შეკვეთას მიიღებთ მითითებულ მისამართზე;

შეკვეთის ღირებულების გადახდა შეგიძლიათ როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. სასურველი

გადახდის მეთოდს უთითებთ უშუალოდ შეკვეთის გაკეთების პროცესის დროს.

ადგილზე მიტანის სერვისი - უფასოა!


შეგიძლიათ თუ არა დაწუნებული პროდუქციის უკან დაბრუნება?

გაქვთ სრული უფლება პროდუქციის წუნის შემთხვევაში განაცხადოთ დასაბუთებული უარი მის მიღებაზე მიწოდების მომენტისთვის ან მიმდინარე დღის მანძილზე (მალფუჭებად პროდუქტებზე მიწოდების მომენტისთვის) და მოითხოვოთ მისი გამოცვლა.


ონლაინ შეკვეთის განთავსება შესაძლებელია ნებისმიერ დღეს (ორშაბათი - კვირა) 03:30 საათამდე.

შეკვეთის მიწოდება ხორციელდება ყოველდღიურად (კვირის ჩათვლით) დღის პირველ ნახევარში.

პროდუქტების ფასების კორექტირება ხორციელდება საჭიროების შესაბამისად 12:00 საათიდან 18:00 საათამდე.